LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის იდეას მხარი არ დაუჭირა – რადას დეპუტატი

60

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის იდეას მხარი არ დაუჭირა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატმა, ივან ვინიკმა, განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა, ანდრეი ტეტერევმა,  განაცხადა, რომ შესწორება, რომელიც მინისტრთა კაბინეტს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ავალდებულებს, მეორე მოსმენაზეა შეტანილი.

კომიტეტის ხელმძღვანელმა, სერგეი პაშინსკიმ,  კი განაცხადა, რომ „დონბასში უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის“ კანონპროექტში შესწორების შეტანა შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები