LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკოს ადმინისტრაცია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებას ისევ არ ასაჯაროვებს

85

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინული გამოცემის „დოსტუპ დო პრავდის“ მოთხოვნა, წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების ასლი, არ დააკმაყოფილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხში მიზეზად პირადი ინტერესების დაცვაა დასახელებული.

„გამოთხოვილი ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთვემის შესახებ არის კონფიდენციალური და სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს ეხება, მაგრამ ასეთ ინფორმაციაზე წვდომის წერილობითი ნებართვა უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოდგენილა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები