LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკოს არ მისცეთ უფლება, პუტინის ბრძანებით გამიტაცონ! – სააკაშვილი მხარდამჭერებს სახურავიდან მიმართავს

78

“პოროშენკოს არ მისცეთ უფლება, პუტინის ბრძანებით გამიტაცონ,”  – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

„არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. სააკაშვილი სახურავზეა ასული, მის ადვოკატებს კი მასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.  შენობასთან მობილიზებული არიან  სააკაშვილის  მხარდამჭერები. ცოტა ხნის წინ მათ სპეცრაზმს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც ვითარება დაიძაბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები