LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პორტა თაუერის“ მშენებლობა ბათუმში 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება

242

მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის ,,პორტა თაუერის“ მშენებლობა ბათუმში 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

როგორც “ფორტუნას” აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს,  „პორტა თაუერი“ აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევე ზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, „პორტა თაუერი“ შედგება რამდენიმე შენობისგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია ორსართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსში აგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასა რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა.

“თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით Porta Batumi Tower არის მსოფლიო დონის პროექტი, რომელიც აშენებულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორიცაა საქართველოში მოქმედი ,,Barrette Pilings”. კონსულტაციებისა და მშენებლობის კონტროლს ახორციელებს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი. ხოლო Porta Batumi Tower-ის მსოფლიო დონის დიზაინი შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს ცნობილმა არქიტექტორმა -ბროდვეი მალიანმა. მისი განხორციელებისთვის საქართველოში 70 მლ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა,”- განაცხადეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.

,,პორტა თაუერის“ მშენებლობის პროცესს  დღეს აჭარის მთვარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები