LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალია თუ ინგლისი? ევროპა გორში გაირკვევა

128

19-წლამდე ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

პორტუგალიისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება ორმხრივი შეტევებით წარიმართა და პორტუგალიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე ჟედსონ ფერნანდეშმა გაიტანა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში, ინგლისის 19-წლამდე ნაკრებმა ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრები მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. ინგლისელებმა გამარჯვების გოლი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. ბაკლი-რიკეტსის გადაცემის შემდეგ, ნმეჩა ტექნიკური დარტყმით გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

პორტუგალიისა და ინგლისის 19-წლამდე ნაკრებები ევრო 2017-ის ფინალში ერთმანეთს 15 ივლისს დაუპირისპირდებიან. ევროპირველობის გადამწყვეტ შეხვედრას გორის სტადიონი უმასპინძლებს და 20:00 საათზე დაიწყება.

ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე შეგიძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები