LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა

65

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონთან ახლოს, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასროფა განიცადა. თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და საცხოვრებელ კვარტალში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ჩამოვარდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.

ბორტზე პილოტი და 3 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. გარდაცვლილია აგრეთვე იმ საცხოვრებელი რაიონის მცხოვრებიც, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

როგორც ცნობილია, რეისი მარსელის მიმართულებით სრულდებოდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. შვეიცარიაში რეგისტრირებული თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან აფრენის შემდეგ მალე Lidl-ის სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

https://www.facebook.com/fabio.pocarico/videos/2076170605943340/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები