LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში ტყეები იწვის – ხანძრის 60-ზე მეტი კერაა გამოვლენილი

72

პორტუგალიაში ტყეები იწვის. სტიქიას ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ებრძვიან, სადაც ხანძრის 60-ზე მეტი კერაა გამოვლენილი. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქალაქ აბრანტეს შემოგარენშია.

ცეცხლი დასახლებებს უახლოვდება, რის გამოც ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში 2600-კაციანი სახანძრო ბრიგადებია მობილირებული, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

რთული ვითარებაა ქალაქ გრანდოლასთანაც. აქ მაშველებმა სარკინიგზო მაგისტრალი ჩაკეტეს, რომელიც ლისაბონს ალგარვეს საკურორტო რეგიონთან აკავშირებს.

ხანძარის ძლიერი კერაა ლისაბონისა და პორტოს დამაკავშირებელ ავტო-მაგისტრალთანაც, რის გამოც გზის 30-კილომეტრიანი მონაკვეთი ჩაიკეტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები