LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიელმა მოზარდებმა ესპანეთში სასტუმრო გაანადგურეს

42

პორტუგალიელმა მოსწავლეებმა ესპანეთში სასტუმრო დაარბიეს. „Associated Press”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ანდალუსიაში, სასტუმრო Real hotel pueblo camino-ში მოხდა. 1200-მა მოზარდმა სასტუმრო პირდაპირი მნიშვნელობით გაანადგურა. მათ დაარბიეს ოთახები, დაამტვრიეს ნივთები, ფანჯრებიდან გადაყარეს მატრასები, აბაზანაში ჩაყარეს ტელევიზორები და კედლებზე კი სხვადასხვა წარწერები და ნახატები დატოვეს.
როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, ეს ყველაფერი მათ მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც მოსწავლეებმა სასტუმრო დატოვეს და მათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მიყენებული ზარალი 50 ათას დოლარას აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ საქმეს ამჟამად პოლიცია იძიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები