LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოზიტიური იქნება, თუ პრეზიდენტი ვეტოს ორი ცვლილებისთვის გამოიყენებს – არჩილ თალაკვაძე

116

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა პრეზიდენტს, რომ ვეტო გამოიყენოს იმ ორი მნიშვნელოვანი ცვლილების გასატარებლად, რომელიც ბონუსის მექანიზმის გაუქმებას ეხება და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას შემდეგი არჩევნებისთვის.

თალაკვაძის თქმით, პოზიტიური იქნება, თუ პრეზიდენტი მიიღებს და ვეტოს სწორედ ამ ორი ცვლილებისთვის გამოიყენებს.

„თუ ეს შეთავაზება არ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა, დავძლევთ ვეტოს და კონსტიტუცია ძალაში შევა. აქ მნიშვნელოვანია, რომ 4 პრინციპი გაძლიერდა და მხარდაჭერა ხდება: ეს არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ზეპარტიული პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჰქონდა ორი მნიშვნელოვანი  მხარდაჭერა – საზოგადოების და ვენეციის კომისიის,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები