LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრანჭია ფრაზის ჩაწერით, სოფლის მეურნეობას სირთულე შეუქმენით”

125

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიწის გასხვისების აკრძალვას არ ეთანხმება.

ეს განცხადება მარგველაშვილმა, ფერმერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში ამ პრანჭია ფრაზის ჩაწერით, სოფლის მეურნეობას სირთულეები შეექმნა.

“იყიდება საქართველო“ – ამ პათეტიკით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. მე მგონია, რომ კონსტიტუციაში, აი ამ რაღაც უშინაარსო, პრანჭია ფრაზის ჩაწერით, ჩვენს სოფლის მეურნეობას სირთულე შეუქმენით.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი რაც აქ, ამ შემთხვევაში გასაკეთებელია ეს არის სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მიწის ბაზარი შედგეს.

როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, შესაბამისად ბანკებთან ჩვენ მისი საგარანტიო ფასიც დავაგდეთ, აი ეს უნდა იქნას კონპენსირებული რაღაც ფორმით.

თუ აი ამ ლექსის ჩაწერა გინდა კონსტიტუციაში და ჩაწერე ეს პათეტიკა, ახლა მიდი, დაუბრუნდი ფერმერს და ჰკითხე: რამდენად იოლად მიდის სოფლის მეურნეობაში ფული, რამდენად მზად არიან ბანკები სესხების გაცემაზე? თუ ეს, ასე არ არის, მაშინ კეთილი ინებე და ეს სადღეგრძელო აიღე და დააბალანსე ფინანსური ნაკადებით იმისთვის, რომ

რაღაცნაირად ქვეყანაში მიწის ბაზარი ამა თუ იმ ფორმით შედგეს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.