LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი: “დამნაშავე ძალიან მკაცრად დაისჯება”

44

მე გამოვთქვამ რწმენას, რომ დამნაშავე ძალიან მკაცრად დაისჯება. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2 დღის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქე მოკლეს. პრემიერის თქმით, ეს არის ამაზრზენი შემთხვევა და  ტრაგედიაა. “ადამიანი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.  ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ პროცესში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს”, – განაცხადა პრემიერმა.

გიგა ოთხოზორია ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. სუს-ის ინფორმაციით, ინციდენტში ოთხი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები