LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

127

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს, ილია მეორე 84 წელი შეუსრულდა.

“უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი.

ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ,” – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მისალოც განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები