LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა

28

საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად.

ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე – საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, ამჟამად კი მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხორციელდება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები