LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პატრიარქის განცხადება საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოა

72

პრემიერი მინისტრის შეფასებით, პატრიარქის განცხადება საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, დადებითი იქნება. მანვე აღნიშნა, რომ
ამ საკითხის გადაწყვეტა დღეს და ხვალ ვერ მოხდება. “ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს, ან უფრო მეტი ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, იქნება ძალიან დადებითი. ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით მხოლოდ და მხოლოდ და რა თქმა უნდა, ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს. ჩვენი აზრია, რომ ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია, მაგრამ ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები