LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა თოჯინების თეატრის ახალ შენობაში

279

თოჯინების თეატრის ახალი შენობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა პრემიერა მაინც შედგა. სპექტაკლს, სახელად „გათვლა“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების მცირე რომანს ეფუძნება, საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

სპექტაკლის მოქმედება ორი 13 წლის გოგონას გარშემო, ომის პარალელურად მიმდინარეობს. ინსცენირება, რეჟისურა და სცენოგრაფია გურამ მაცხონაშვილს ეკუთვნის, მუსიკალური გაფორმება, ერეკლე დეისაძეს, ტექსნიკური რეჟისორი თამარ მედოევი გახლავთ.

მონაწილეობენ: ანიკო ცეცხლაძე, ეკა დემეტრაძე, თეა კიწმარიშვილი, ნინო ნატროშვილი, ნინო პაპიაშვილი, მაია სულხანიშვილი, ნათია შეშაბერიძე, მარიკა ძაგნიძე, მანანა წიკლაური, ნათია ხმიადაშვილი.

სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები