LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერაზე ჯოლის ქალიშვილი კვლავ ბიჭის ტანისამოსით მივიდა

60

ანჯელინა ჯოლი მულტფილმის „The Breadwinner“ პრემიერაზე ქალიშვილებთან, შაილოსთან და ზაჰარასთან ერთად გამოცხადდა. ჯოლი ფილმის პროდიუსერია.

ვარსკვლავი კამერების წინაშე „ულიანა სერგეენკოს“ თეთრ კაბაში ბრწყინავდა, რომელსაც „ბელადორას“ ბროში ამშვენებდა. ზაჰარას ნახევრად გამჭვირვალე შავი ფერი მაქმანებიანი კაბა, ხოლო შაილოს როგორც ყოველთვის, ბიჭის ტანსაცმელი ეცვა.

ანიმირებული დრამატული ფილმის სიუჟეტი გოგონას გარშემო ვითარდება, რომელიც ავღანეთში, თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. მამის უსამართლოდ დაპატიმრების შემდეგ, ის ოჯახის რჩენას საკუთარ თავზე აიღებს, ამის გამო კი თავს ბიჭად ასაღებს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 ნოემბერს არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები