LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ADB–ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

61

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ახალ დირექტორთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს.
ხაზი გაესვა 2014-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის (CPS) მნიშვნელობას, რომლის მიხედვით, საქართველო ADB-სგან მხარდაჭერას მიიღებს შემდეგ სფეროებში: ენერგო სექტორის, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება; საჯარო სექტორის მართვა; კერძო სექტორის განვითარება; ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა; მმართველობა; გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იეშიმ ელჰან-კაიალარს წარმატებები უსურვა. იეშიმ ელჰან-კაიალარი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას 2015 წლის 30 სექტემბერიდან შეუდგა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, იგი ADB-ს საჯარო მართვის პორტფელს ხელმძღვანელობდა ცენტრალური და დასავლეთ აზიის 10 ქვეყანაში. მას გააჩნია მსოფლიოს 25 ქვეყანაში განვითარების სააგენტოებში, კერძო სექტორსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მუშაობის 25 წლის გამოცდილება. ელჰან- კაიალარი არის კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და გააჩნია ჰარვარდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტების კვალიფიკაცია ფინანსებისა და მართვის სფეროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები