LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში დანიშნავს

48

პრემიერმინისტრი გურიის და რაჭა-ლეჩხუმის გუნერმატორებს მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისთვის და აცხადებს, რომ მათ შემცვლელებს უახლოეს დღეებში დანიშნავს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მმართველ გუნდში სხვა პოზიციაზე გააგრძელებენ საქმიანობას.

“ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური პროგრამა. ასეთი ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გუნდში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ამ ორ რეგიონში ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.