LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ესპანელებს უსამძიმრებს

48

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მთავრობას და ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს.

ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები