LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: “განათლება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი”

70

“მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა, გთხოვოთ, ყველამ ერთად, ყველას მონაწილეობით შევქმნათ ის ერთიანი, ძლიერი ენერგია, რომელიც მძივებად აკინძავს მთელ საქართველოში თუნდაც ყველაზე პატარა პოზიტიურ მუხტს და ამ ქვეყანას გააერთიანებს”,- ამის შესახებ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერმა ჩოხატაურებელს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში არსებულ წინაასარჩევნო გარემოზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

ჩვენ არ ვართ დღესდღეობით ძალიან მდიდარი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი არ არის ყოვლისშემძლე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ყველა ადამიანის ჯანდაცვაზე ვიზრუნეთ, ყველა ადამიანის ჯანმრთელობა გახდა სახელმწიფოს საზრუნავი და აღარ არის საჭირო ქონების გაყიდვა იმისათვის, რომ იმკურნალო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძალიან დიდი ნაწილი არის დამუშავებული, გასარწყავიანება გაიზარდა ორჯერ საქართველოში და ეს არის პირდაპირ მისული შემოსავალი სოფლად მცხოვრებელი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ მივაღწიეთ საწადელს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ რეგიონებში ის გაჭირვება აღმოვფხვრათ საბოლოოდ, რომელიც დღეს კიდევ არსებობს.

ეს იქნება ახალი საქართველო, აბსოლუტურად განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურით და ეს არის რეალობა. უნდა აშენდეს უამრავი ხიდი, გვირაბი, ავტობანი, რაიონული გზები, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები და ეს მარტო გზების მშენებლობა არ არის. ეს არის გაზიფიცირების დასრულება- არ უნდა დარჩეს სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია, რომ მიყვანილი იქნას.
დღეს თუ ჩვენ არ დავხარჯეთ რესურსი, თუ არ ჩავდეთ ინვესტიცია იმაში, რომ პედაგოგი იყოს წელში გამართული, იმაში რომ ბავშვებმა ისწავლონ ნორმალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაში, ნორმალურ სკოლებში, საბავშო ბაღებში, შეუძლებელია რაიმე მომავალზე ლაპარაკი. ამიტომ, ვაცხადებთ, განათლება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება, ინფრასტრუქტურა განახლდება და სახელმწიფო გახდება ადამიანზე ორიენტირებული კიდევ უფრო მეტად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები