LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს

51

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. ილია მეორე დღეს 85 წელი შეუსრულდა.

“მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას,” – წერია პრემიერის მისალოც განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები