LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ “ემოციები გვერდზე გადადონ”

38

დიდი იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ტარდება, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.

„მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა რაც მიმდინარეობს ყველანაირი ექსცესების გარეშე. უწყებათაშორისი სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და მინდა თეა წულუკიანს წარმატება ვუსურვო დღევანდელ სხდომაზე,“ – აღნიშნა პრემიერმა.

პოპულალურები