LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

78

„კახი კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს,“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, „შუახევი ჰესის“ გახსნის შემდეგ გააკეთა.

„მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ, თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

“შუახევი ჰესის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით კახი კალაძეც გამოვიდა.

„როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში. ეს მართლაც ასე მოხდა. ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში. მე დღეს ნამდვილად მეამაყება ის, რომ ვიმყოფებით აჭარაში, სადაც გავხსენით ერთ-ერთი ძლიერი, მსხვილი, მასშტაბური პროექტი“, – განაცხადა კახი კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ შუახევში ჰესის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებდნენ. კახა კალაძემ მათ პირობა მისცა, რომ სანამ მათი თანხმობა არ იქნებოდა, ჰესი არ აშენდებოდა.

“შუახევი ჰესის” მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი, შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. “შუახევი ჰესის” გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მსოფლიოში სიგრძით მეორე ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები