LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი “კრწანისში” მომხდარის შესახებ: ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ინსტრუქციების შესაბამისად

136

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

“კრწანისში მოხდა ძალიან სამწუხარო ინციდენტი. მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს გააჩნიათ დაცვის ძალიან მკაცრი წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, ახალგაზრდა დაიღუპა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამორიცხულია რაიმე შეკითხვა ამ ფაქტთან მიმართებაში, რადგან სამხედრო ობიექტებს აქვთ დაცვის მკაცრი წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი დარღვევა არის ძალიან საფრთხილო. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ მკაცრად გაწერილი ინსტრუქციების თანახმად,” – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.