LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებას დაესწრო

65

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს!  ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთ ოჯახად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს – საქართველოს და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები კიდევ უფრო ხელიხელჩაკიდებულები ააშენებენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. მე ძალიან მიხარია, რომ გვყავს ასეთი სიმდიდრე – ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მე ასევე მიხარია, რომ თქვენ ინარჩუნებთ მჭიდრო კავშირს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ, მოძმე ქვეყანასთან. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, ერთმანეთის გვერდით დგომით ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილთაშვილები უკეთესად იცხოვრებენ,“ – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები