LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მუხთარლის საქმეში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას გამორიცხავს

32

პრემიერ-მინისტრი აფგან მუხთარლისთან დაკავშირებულ ინციდენტში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას გამორიცხავს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე “რაიმეს თქმა ძნელია”.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს არსებულ ძალიან სამწუხარო ინციდენტს. ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება და განვითარება, რომელსაც დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ შევთავაზეთ აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა და მათი უსაფრთხოების დაცვა. თავად პიროვნება, რომელზეც არის საუბარი, დაპატიმრებულია. დღეს რთულია რაიმეს თქმა. მხოლოდ ერთი შემიძლია დაზუსტებით გითხრათ – საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული,” – აცხადებს კვირიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები