LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტს გამოეხმაურა

69

„საქართველოს ძალისმიერად წართმეული ტერიტორიების დაკანონების მცდელობა“ – ასე აფასებს პრემიერმინისტრი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტზე საუბრებს.

განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ   მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ,  რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში  ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები