LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: “ოპოზიციის ნაწილი იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს”

31

საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, პოლიციის სამმართველოს ეზოში განუცხადა. კვირიკაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობს.
„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშილმა პოლიციის სამმართველოში კახი კალაძესთან და გიორგი მღებრიშვილთან ერთად  გამართა შეხვედრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები