LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი : საქართველო თანდათან ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება

53

საქართველო თანდათან ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შს სამინისტროში, საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ცერემონიალზე განაცხადა.საქართველოსა და ევროპოლს შორის დღეს ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

“ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და წინსვლა. დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერაც გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ მიმართულებით. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი და ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ჩვენ ვხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროშიც, შესაბამისად, ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სულ სხვა შესაძლებლობები”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები