LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის

88

შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის, ჩვენი ამოცანაა, რომ ვხედავდეთ კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც ამავე დროს, მოქალაქეებისთვის ადვილად დასანახია, განსაკუთრებით ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეკითხვას, რომელიც „საქნახშირის“ მიერ შახტის სახელმწიფოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მზაობას ეხებოდა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანია. პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც რამდენიმე საკითხი დაზუსტდება, სახელმწიფო მზად არის, ნებისმიერ ინვესტორს დაეხმაროს. ბახტაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გარკვეულ საკითხებზე დასკვნები დაიდება, მას ექნება პრინციპული საუბარი მათ შორის „საქნახშირის“ წარმომადგენლებთან.

„მინდა განვაცხადო, რომ ისეთ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო აქტივს, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის ქვანახშირის მოპოვება, მას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ განვითარდება დარგი, რა იქნება მისი უპირატესობა, რა მხარდაჭერა სჭირდება მას სახელმწიფოსგან, რომ ნებისმიერმა დარგმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და პერსპექტივაში გაზარდოს. რაც შეეხება უშუალო მართვას, შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის, ჩვენი ამოცანაა, რომ ვხედავდეთ კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც ამავე დროს არის ადვილად დასანახი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომ საქმიანობა და მათი სამუშაო ადგილები პროგნოზირებადია ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. მე განვაცხადე, რომ ჩვენთვის, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლესა და მის უსაფრთხოებაზე მაღლა ვერაფერს ვერ დავაყენებთ. ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე, რომ ყველა შახტა უნდა იყოს დალუქული მანადე, სანამ ჩვენ ორი მიმართულებით კონკრეტულ დასკვნას არ მივიღებთ: პირველი, ეს არის გამოძიება, რომელსაც შსს ხელმძღვანელობს, არაერთი რეკომენდაცია არსებობდა შახტაში შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით და ძიება სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვიცოდეთ კონკრეტული სურათი, ეს ტრაგედია რამ გამოწივია. მეორე მიმართულება ეს არის საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს ისეთი ადამიანთა ჯგუფის მიერ ჩატარებული, რომელსაც მაღალი პროფესიული ნდობა აქვს, რომ როგორც ჩვენ, ისევე მთელ საზოგადოებას ესმოდეს, რა გვაქვს ყველას ერთბლივად გასაკეთებელი იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ადამიანური ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. ეს არის დარგი, რომელსაც სჭირდება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ ორგანიზაციას აქვს ამის საშუალება და პერსპექტივა“, – აღნიშნა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები