LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: შეიძლება სკოლებში 12 წელი ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ევროპული სტანდარტია

59

„რა თქმა უნდა ჩვენ ყველას ნაკლები წელი გვაქვს გატარებული საშუალო სკოლაში და 12 წელი ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ევროპული სტანდარტი“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შეკითხვას – საშუალო განათლებითვის 12 წელი ზედმეტია თუ არა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველოს საშუალო სკოლა დამთავრებულებმა სწავლა ევროპაში გააგრძელონ, ეს სტანდარტი დაცული უნდა იყოს.

„ეს ცოტა ისეთი შეკითხვაა, შეიძლება ემოციური პასუხიც და შეიძლება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა როგორ არის ასე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ნაკლები წელი გვაქვს გატარებული საშუალო სკოლაში და 12 წელი შეიძლება ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ევროპული სტანდრატი. როგორც მე დავაზუსტე, ეს არის სრულ შესაბამისობაში ბოლონიის პროცესთან და იმისთვის, რომ ჩვენმა საშუალო სკოლადამთავრებულებმა სწავლა გააგრძელონ ევროპაში, ეს სტანდარტი უნდა იყოს დაცული, ამიტომ ამ სტანდარტის შეცვლა მოგვიტანს ჩვენ ამ შესაძლებლობის დაკარგვას ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მგონი ეს არ იქნება კარგი, ბავშვებს კი გაუხარდებოდათ, ალბათ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები