LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი სთხოვს პრეზიდენტს, მუხთარლის ცოლ-შვილს საქართველოს მოქალაქეობა მისცეს

35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიანიჭოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლსა და შვილს საქართველოს მოქალაქეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც სრულიად დაუშვებელია. გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, სახელმწიფოს ინტერესშია, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს.

“სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის.

ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და დღეს ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს.
ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს.
აქვე, მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა,”- წერს კვირიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები