LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ტეხასში მომხდარი ტრაგედიის გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

93

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი ტეხასში მომხდარი ტრაგედიის გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ვიზიარებთ ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ამერიკელი ხალხის ტკივილს“, – წერს საქართველოს პრემიერი.

ტეხასის შტატში, ქალაქ საზერლენდ სფრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები.

ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები