LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: “წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა იყოს ვნებათაღელვა”

36

წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა იყოს ვნებათაღელვა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნების“ სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით სახელისუფლო ძალას გაათმაგებული პასუხისმგებლობა აკისრია. „თავის მხრივ, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, რა თქმა უნდა, აკისრიათ პასუხისმგებლობა, რათა კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას, რადგან მომავალი არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ და სტაბილურ განვითარებას და მოიტანს უკეთეს მომავალს.