LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი”ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებაზე : სამართალწარმოება დასრულებული არ არის

32

პრემიერ-მინისტრი ჯგუფ „რეპერ მაფიას“ წევრების დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას.

„თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.
მინდა, აგრეთვე მივმართო ახალგაზრდობას – ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო. ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით და გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება, არამედ – ფაქტი. არც ერთი ახალგაზრდა , არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე,”- წერს კვირიკაშვილი.

რაც შეეხება კონკრეტულად რეპერების დაკავებას, პრემიერის თქმით, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

„შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის,“- აცხადებს პრემიერი.

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში დაკავებული რეპერების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები