LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ცვლილებით პოლიტიკური კურსი არ იცვლება – თეა წულუკიანი

37

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე, – ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

წულუკიანის თქმით, მისთვის უცნობია ვინ იქნება პრემიერმინისტრი და როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს, თუმცა, მისივე განმარტებით,  პრემიერისა და მინისტრების ცვლილებით, არ იცვლება ქვეყნის პოლიტიკური კურსი.

„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერმინისტრი. ის კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს. ამას აქვს თავისი პროცედურა. ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მშვიდად შევხვდებით იმას, რომ ეს არის პროცედურა. ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია და პრემიერისა და მინისტრის ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთმ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები