LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის მეუღლე ინაუგურაციისას ჩაცხრილეს

52

ლესოტოში პრემიერის მეუღლე ქმრის ინაუგურაციიდან რამდენიმე წუთში ჩაცხრილეს. ტომ ტობანე სამეფოს ახალი მმართველი გახდა და მისი 58 წლის მეუღლე, ლიპოლელო ტობანე კი საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
დასავლური მედიასაშუალებების ინფორმაციით, შემთხვევა დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ მასანაში მოხდა.
ახალი პრემიერის მეორე ნახევარი სადღესასწაულო ვახშმის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და მასთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა. ამ დროს კი მათ უცნობი პირები დახვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს.
სამწუხაროდ, ქალბატონი ტობანე ადგილზე გარდაიცვალა. პოლიცია ამჟამად თავდასხმის მოტივების დადგენას ცდილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები