LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ვიზიტი ბელარუსში გრძელდება

50

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში გრძელდება.

გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი მონუმენტი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში, გუშინ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრით დაიწყო.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობებში კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის დროს დაწყებული პროექტები სულ მალე კონკრეტული შედეგებით დასრულდება.

„პოტენციალი კიდევ დიდია. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გვაქვს ინვესტიციების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც მუდმივად გვერდით ედგა საქართველოს, ქართველები ამას აფასებენ. თქვენი პირადი წვლილი ამ ურთიერთობებში დიდია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები