LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგა საუკეთესოებს ასახელებს: კონტე და კანტე?

92

ინგლისის პრემიერლიგამ 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდებაზე პრეტენდენტები გამოაქვეყნა.

მწვრთნელები: ანტონიო კონტე (ჩელსი), მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), ტონი პულისი (ვესტ ბრომვიჩი), ედი ჰაუ (ბორნმუთი), შონ დაიში (ბარნლი), პოლ კლემენტი (სუონსი).

ფეხბურთელები: სესარ ასპილიკუეტა, ნგოლო კანტე და ედენ აზარი (ჩელსი), იან ვერტონგენი, დელე ალი და კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ალექსის სანჩესი (არსენალი).

ფეხბურთელებს შორის ფავორიტად კანტე მიიჩნევა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ორი ვერსიით – ფეხბურთელების და ჟურნალისტების – უკვე დაასახელეს საუკეთესოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები