LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგამ საუკეთესო გოლები გამოავლინა: ჯანის მაკრატელა ჯანში ჩაჯდა (ვიდეო)

38

„ლივერპულის“ ნახევარმცველის ემრე ჯანის გოლი „უოტფორდის“ კარში პრემიერლიგაში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გერმანელმა ოლივიე ჟირუს და ენდი ქეროლს აჯობა.

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მაკრატელა 1 მაისს გაუქანა „უოტფორდის“ კარში და ეს 12 ნომინანტს შორის საუკეთესოდ აღიარეს. თავიდან თითოეული თვის საუკეთესო გოლი მონაწილეობდა, მერე ფინალში სამი დატოვეს.

ხმის მიმცეთა უმრავლესობას ჯანის გოლი უფრო მოეწონა, ვიდრე „ვესტ ჰემის’ ენდი ქეროლის „კრისტალ პალასთან“ გატანილი მაკრატელა და „არსენალელი“ ოლივიე ჟირუს გოლი იმავე „პალასის“ კარში.

ჟირუს გოლიც ძალიან კარგი იყო.

ნაკლების არც ქეროლის იყო.

23 წლის ჯანი „ლივერპულში“ 2014 წლიდან გამოდის.
აწდასრულებულ სეზონში მან 32 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები