LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა გურიაში უალკოჰოლო სასმელების საწარმო გახსნა

97

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმო გახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტი ავსტრიელ დ შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, ასევე EBRD-ის თანამონაწილეობით განხორციელდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ამაყობს, რომ საქართველოში ასეთი საწარმო იხსნება და სასიამოვნოა, როდესაც ქვეყანაში ასეთ მიღწევას ხედავს.

“განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც ასეთი მაღალი სტანდარტის საწარმოს ხსნი”, – განაცხადა მან გახსნის ცერემონიაზე.

პრემიერი გურიას დღეს ეწვია. გურიის შემდეგ კვირიკაშვილს აჭარაში ვიზიტი აქვს დაგეგმილი, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები