LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა თავი მოიჭრა – ლევან ბერძენიშვილი

108

თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას, პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი, ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მისამართით დღეს გავრცელდა.

ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი განცხადებით ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეში თავისი უსუსურობა დაადასტურა.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იმას, თუ რას შეძლებდა და რას ვერა სხვა ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია ტატუნაშვილის საკითხის გადაწყვეტა. პრემიერის ეს ნაბიჯი სწორედ ამის ნიშანია და სამწუხაროდ, შედეგად ამასაც არაფერი მოყვება. თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს,– განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები