LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმინისტრი ბორჯომში ჩადის – ხანძრის ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა

39

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. თავად გიორგი კვირიკაშვილი კი ბორჯომში მიემგზავრება.

ამის შესახებ ინფორმაციას  პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

“შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

“საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.  ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი,” – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები