LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმინისტრი დღეს უმრავლესობის წევრებს შეხვდება

76

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდება. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში, დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.

არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტს შეეხება.

პრემიერისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება.