LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

39

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. მმართველი გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის შემადგენლობას გააცნობს.

სავარაუდოდ, შეხვედრას ესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება. ასევე შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიც.

გუშინ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ ის რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს და ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

პრიორიტეტად ბახტაძემ მცირე ზომის, მაგრამ ოპერატიული და მოქნილი მთავრობა დაასახელა.

პარალელურად, არაოფიციალურად უკვე დადასტურებულია, რომ ბახტაძის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და კულტურის მინისტრები გამოიცვლებიან. შესაძლოა, მათ რიცხვს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელიც დაემატოს.