LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიუმ კლასის გერმანული ბრენდები საქართველოში: რა ღირს საოჯახო და პროფესიონალური ტექნიკა?

937

საქართველოში პრემიუმ კლასის გერმანული ბრენდების საოჯახო და პროფესიონალური ტექნიკა იყიდება. შპს ”ზიგი” მომხმარებელს ”ლიბჰერის” და ”მილეს” პროდუქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ზიგი” ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული გერმანული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია.

”ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ ”ლიბჰერის” ბრენდის მაცივრებს, საყინულეს, ღვინის კარადას, სამედიცინო და სასტუმრო მაცივარებს. ჯამში ამ ბრენდის 25 მოდელია ჩვენთან წარმოდგენილი. რაც შეეხება, ”მილეს” ბრენდს, მასთან ძირითადად შეკვეთებზე ვმუშაობთ. ანუ ტექნიკამომხმარებლის შეკვეთიდან გამომდინარე ჩამოგვაქვს”, – აღნიშნეს კომპანიაში. მათივე ცნობით, გერმანული ხარისხის ტექნიკის შეძენა მომხმარებელს შემდეგ სავაჭრო ობიექტებში შეუძლია: ”სმაილი”, ”ელიტ ელექტორნიქსი”, ”ფორუმ ნიუ ლაითი” და ”ბელჰაუსი”.

”ვთანამშრომლობთ ასევე დიზაუნერულ კომპანიებთან. რაც შეეხება ”ლიბჰერის” და ”მილეს” პროდუქციის ღირებულებს, ფასები იწყება 700 ლარიდან და ადის 10 ათას ლარამდე. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის ტექნიკა”, – განმარტეს შპს ”ზიგში”.

მათივე ინფორმაციით, სამომავლოდ კომპანია გაფართოებას, ასევე საფასო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. ”გვინდა საქართველოს მოსახლეობას უკეთესი ფასები შევთავაზოთ, რათა ყველამ შეძლოს ხარისხიანი ტექნიკის შეძენა”, – განუცხადეს ”ფორტუნას” კომპანიაში.

ცნობისთვის, შპს ”ზიგი” ქართულ ბაზარზე 2015 წლიდანაა წარმოდგენილი.  რაც შეეხება თვითონ გერმანულ ბრენდებს ”ლიბჰერის” და ”მილეს” – ეს არის უძველესი საოჯახო ბრენდები. ”ლიბჰერი” ბაზარზე 65 წელია წარმოდგენილია, ხოლო ”მილე”- 115.  ბრენდების მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის მუდმივად განახლებული, ინოვაციური და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს .

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები