LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზენტაცია, რომელიც ჩაგითრევთ და გაგიტაცებთ: ისლანდიამ მუნდიალისთვის ფორმა წარადგინა (ვიდეო)

133

ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ის ფორმა წარადგინა, რომლითაც ბოლო წლების სანაკრებო ფეხბურთის უმთავრესი სენსაცია მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისლანდიელებმა ეროვნულ ნაკრებს სპეციალური ვიდეორგოლი მიუძღვნეს, რომელშიც ბურთს ადევნებული ხალხისა და ახალი ფორმის გარდა, ქვეყნის თვალწარმტაც პეიზაჟებსაც იხილავთ. ისლანდია მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი დებიუტანტია.

ახალი ფორმა წარადგინა საფრანგეთის ნაკრებმაც. ახალ კომპლექტში შესულია ფორმები როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩებისათვის. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ნაკრების დიზაინერის განცხადებით, ფორმის დიზაინი და ფერები საფრანგეთის ეროვნული დროშის ფერებითაა შთაგონებული და შესაბამისად ლურჯ, წითელ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.
ფრანგების ახალი ეკიპირება სპეციალური ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომელიც ადამიანის ანატომიურ თავისებურებებს ითვალისწინებს და სხეულს მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობისას აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები