LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში მაღალჩინოსნების საკითხი არ დგას – გიორგი აბაშიშვილი

30

“საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხი არ დგას,”  –  ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, გიორგი მარგველაშვილის და პეტრო პოროშენკოს შეხვედრის წინ გააკეთა.

აბაშიშვილის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ოკუპაცია და რუსეთის აგრესიული ქმედებები იქნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შედგა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი. საუბრის მთავარი თემები ოკუპაცია და რუსეთის აგრესიული ქმედებები იქნება, სწორედ ამიტომ პრეზიდენტები ხვალ მიემგზავრებიან საოკუპაციო ზოლზე. საქართველოს და უკრაინას აერთიანებს მრავალი საერთო საკითხი, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიმართება ორი ფორუმი, ბათუმსა და თბილისში. ასეთი ტიპის ბიზნეს-ფორუმებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა,”  –  განაცხადა აბაშიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები