LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი აბაშიშვილის პირით გვესაუბრება – არჩილ თალაკვაძე

100

“ეს არის პარლამენტის კიდევ ერთი შეურაცხყოფა,” – ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის უარს, უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში.

„გუშინ პრეზიდენტმა თავი აარიდა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესს და დატოვა ის. დღეს მან თავი აარიდა საჯარო დებატებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესში იყო, რომ საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ და გაეცა პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც გუშინ ითხოვდა ფორმატის შეცვლას. ეს არის ძალიან გაუგებარი პირველ რიგში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობა მზად არის დებატებისთვის, თუმცა პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და პარლამენტს ადმინისტრაციის უფროსის პირით ესაუბრება.

„ სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს – 150 დეპუტატს, რომელიც პარლამენტში სწორედ ხალხის პირდაპირი არჩევნებით არის წარმოდგენილი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ სტანდარტს გვიჩვენებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც გუშინ ითხოვდა,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები