LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი აღდგომას დუშეთში შეხვდა

63

საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვისურვებდი, დღეს ყველა ჩვენთაგანის სულში და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ, თავისუფლებამ დაამარცხოს მონობა, გამბედაობამ დაამარცხოს შიში, ქველმოქმედებამ დაამარცხოს სიძუნწე. გილოცავთ და ყველას ბედნიერებას გისურვებთ!”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები